გეგმები


გარე დაკვირვება, რომელზეც დამესწრნენ
გეგმა2

          სამოდელო 1
   კონკურსში გამარჯვებული გაკვეთილის გეგმა

ფუტკარი და ჭიანჭველა

პირველად გავლილი გარე დაკვირვების გაკვეთილები, რომლებიც დადებითად შეფასდა


გეგმა1

გეგმა 2

გეგმა3



გეგმა -G-pried-ის ფილმის გადასაღებად

მათემატიკის გეგმა 

http://www.flipsnack.com/my-flipping-books/details?flip=ftcj017v

ამ გეგმის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილის ლინკი-

http://youtu.be/Tx7fIAIbl7I

 

 გეგმა #1 

საგანი: ქართული
თემა :თ. ბიბილურის "გაზაფხული"
მიზანი: ა)სხვადასხვა ინტელექტის განვითარება
მოსწ-თა რაოდენობა -15
მუშაობის ფორმა-ჯგუფური
რესურსები: ფანქრები, კალამი, მაკრატელი, ფერადი ქაღალდი, წებო, თაბახი
გაკვეთილის მსვლელობა
1აქტივობა- ლექსში გამოტოვებული სიტყვის აღდგენა
2. ტექსტის წაკითხვა
3. მოსწავლეთა მშობელთა -პედაგოგთა ძალებით ჯგუფებში ლინგვისტური, მათემატიკური, ნატურალისტური უნარების მიხედვით ჯგუფებში მუშაობა
4.პრეზენტაციები
5.შეფასება

გეგმა #2

. გაკვეთილის თემა საზეიმო გაკვეთილი”-

II. საწავლების საფეხური, კლასი I საფეხური-1 კლ.
III. ინტეგრირებული საგნები
  მასწავლებლის სახელი, გვარი
მათემატიკა, ხელოვნება
 ხათუნა ყოჩაშვილი
IV. მოსწ. რაოდენობა 28
V.ინდივიდუალური მიდგომის საჭიროების მოსწ. 1 ინკლუზიური
VI. გაკვეთილის მიზნები საგნების მიხედვით მათემატიკა
1. მოსწ.ხვდებიან საგნებსა და რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს და აერთებენ მათ ერთმანეთთან; გამოყოფენ გროვებში მოცემულ გროვათა რაოდენობებს; ხვდებიან მოცემულ გროვათა მიმდევრობას და ალაგებენ საგნებს მოცემული კანონზომიერების მიხედვით, ადარებენ საგნებს კომპიუტერის საშუალებით.
2. მოსწ.-ს შეუცლიათ განასხვავონ ლუწი და კენტი, წინა და მომდევნო რიცხვები
3. მოსწ.ს ესმით მათემატიკური ტერმინები : “ზრდადობა”, “კლებადობა”; შეუცლიათ დაალაგონ რიცხვები შესაბამისად
4. მოსწ. სხვადასხვა სავარჯიშოების საშვალებით ავლენენ რამდენად კარგად აითვისეს 10-ის ფარგალში შეკრება-გამოკლება.
5.მოსწ. ადარებენ ერთმანეთს საგნებს კომპიუტერის საშუალებით.
6. მოსწ. ცნობენ და ახასიათებენ გეომეტრიულ ფიგურებს.
7. მოსწ. –ს შეუძლიათ სკოლაში არსებული ტექნიკური საშვალებების გამოყენება საწყის ეტაპზე შეძენილი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით
8. მოსწ. ადგენენ მათემატიკას და ხელოვნებას შორის კავშირს და მათ საჭიროებას ცხოვრებაში
                    ხელოვნება
1. მოსწ. ავლენენ ფერთა შედგენილობის ცოდნას; შეუძლიათ შედგენილი ფერების მიგება ძირითადი ფერებით
2.მოსწ. არჩევენ სახვითი ხელოვნების ჟანრებს : პორტრეტი, პეიზაჟი, ანიმალისტური სურათი;სურათის მიხედვით შეუძლიათ აღიქვან და გადმოსცენ მხატვრის განწყობას
3. მოსწ. არჩევენ ფორმატის ჰორიზონტალურ და ვერდიკალურ მდებარეობას და შეუძლიათ ნამუშევრის სწორად გადანაწილება მასზე
4. მოსწ. ხედავენ კავშირს გეომეტრიულ ფიგურებსა და ხელოვნებას შორის და შეუძლიათ მათი გამოყენებით აპლიკაციის შექმნა.
5. მოსწ.ს შეუძლიათ ჯგუებში , წყვილებში, მუშაობა, თავიანთი ნაშრომის საზოგადოების წინაშე წარდგენა- პრეზენტაცია და სხვისი აზრის მოსმენა.
VII. ეროვნული სასწავლო გეგმებით გათვალიშწინებული მისაღწევი შედეგები  და ინდიკატორები საგნების მიხედვით  მათემატიკა
I.1.მოსწ.ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს ,რიცხვით სახელებს და რაოდენობებს
*კითხულობს და წერს რიცხვებს;გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
*გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობის ჯგუფებს გროვაში(მაგ.გამოყოფს ათეულს გროვაში)
I.2. მოსწ.იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს და რიცხვით ჭდეებს(იარლიყი)
* ითვლის წინ უკან ნებისმიერი რიცხვიდან,განმარტავს 11-დან 20-მდე რიცხვების სახელდებას;ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს.
* საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული საგნის რიგს;მოცემული თანმიმდევრობით ან/და მითითებულ პოზიციებზე განათავსებს საგნებს.
I.3.მოსწ.აკავშირებს თვლას,რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
*სიტყვიერად აღწერს შეკრების /გამოკლების/ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადსახვა კონტექსტში(მაგ.”დავუმატოთ”,”მოვაკლოთ”,”მიმატება _გაზრდა”; “გამოკლება_შემცირება”, “გაცალკავება”, “განსხვავება “)
*ახდენს შეკრება_გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას,განსაზღვრავს განსხვავებას(მაგ.”რამდენით გაიზარდა/შემცირდა?) და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.
I.4. აფასებს და ასახელებს რაოდენობებს
* დაუთვლელად ასახელებს ზუსტად რაოდენობებს ერთგვაროვან,მცირე ზომის საგანთა გროვაში და ამოწმებს თავის პასუხს
* საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვაში, იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს (,,=) და განსაზღვრავს რამდენით მეტი/ნაკლები?))
I.5. კანონზომიერება და ალგებრა
  განავრცობს,წარმოადგენს და ადარებს საგნების პერიოდულ განლაგებებს(მიმდევრობებს )
*მიმდევრობების მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის რამდენიმე თანმიმდევრულ პოზიციას.                                                  I.6. გეომეტრია და სივრცითი აღქმა
    ამოიცნობს და აღწერს ბრტყელ ფიგურას
 * აღწერს მითითებულ გეომეტრიულ ფიგურას
 * უთავსებს სახვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთის ნიმუშზე მოცემული გამოსახულების მისაღებად
                             ხელოვნება
ს.გ.I.1. პრაქტიკული უნარჩვევები და იდეების გამოხატვა ხელოვნებაში 
   * ჩამოთვლის ძირითად ფერებს და მათი შეზავებით იღებს დამატებით ფერებს.
ს.გ.I.2. მოსწ. მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკასა და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
   * ფერადი ქაღალდებით ქმნის აპლიკაციას.
ს.გ.I.3. მოსწ. აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერსა და ფორმას და ასახავს მათ ნამუშევარში.
   * ამოიცნობს, ასახელებს და ასახავს ნამუშევარში მარტივ და გეომეტრიულ ფიგურებს
მოსწ. მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად
   * მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში, ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.
ს.გ.I.5. კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
   * მოსწ. წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს, გამოთქვამს აზრს საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომზე
   * საკუთარი ან ერთობლივი ნამუშევრების წარმოდგენისას განმარტავს რისი გადმოცემაც სურდა.
          მოსწავლე იცნობს და იყენებს ელემენტარულ ტერმინოლოგიას
  * ჩამოთვლის მასალასა და იარაღებს ,რომლებიც გამოიყენა
 სუბრისას სწორად იყენებს ელემენტარულ ტერმინებს

                ისტ-ის მისაღწევი შედეგები
  1. ძირითადი ცნებები და ოპერაციები
  * სწორად იყენებს ისტ-ის საშვალებებთან ურთიერთობების ,შეტანა -გამოტანის მოწყობილობებს,ამ საშვალებების წარმატებით ფუნქციონირებისათვის   (მაუსი,კლავიატურა,მონიტორი,პრინტერი და სხვა
2. სოციალურ,ეტიკური,გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებული პრობლემები
  * აცნობიერებს ისტ-ის საშვალებების გამოყენების ეთიკურ , კულტურულ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  


    

8.თანადევრობა,აქტივობა,მიზანი,დრო 1.მიზანი განვაწყოთ აუდიტორია გაკვეთილისათვის      1.წთ
.მასწავლებლის მისალმება, მასწ.-ი იწვვევს სტუმრებს "ხელოვან-მათემათიკოსთა"   ლაბორატორიაში და მოსწავლეებს უსვამს კითხვას: როგორი უნდა იყოს ხელოვანი-  მათემტიკოსი.მოსწავლეები გონებრივი იერიშით ჩამოყრიან თვისებებს.(იხ. ბმული  სურ1)
2. წიგნზე ინდივიდუალური მუშაობა. აქტივობა დრო:1წთ
გადააშლევინებს წინებს  საჭირო  გვერდზე და აკვირდებიან სურათებს. მასწ.-ი სვამს კითხვებს რას ხედავენ სურათზე, როდის შლიან სუფრას,როდის მოაქვთ სანთლებიანი ტორტი?  მასწ.-ი სთავაზობზს  მოსწ.-ებს სხვაგვარი იუბილე მოაწყონ,  და სთავაზობს მათ ქვემოთ ჩამოთვლი აქტივობებს
3.წყვილებში მუშაობა კომპიუტერთან
 მიზანი:
რიცხვებს უსაბამებს შესაბამისი რიცხვის გროვებს;
აქვთ კომპიუტერთან მუშაობის ჩვევები:დოკუმენტის
გახსნა ,მონიტორთან მუშაობა, თაგუნას მართვა
დრო: 2წთ
მასწ.-ი ავალებს მოსწ.-ს გახსნან მონიტორზე გამოსახული დოკუმენტი და შეასრულონ პირველი                                                                                               დავალება: შეუსაბამონ ერთმანეთს ერთნაირი ოდენობის საგნები და წერტილები. (იხ. ბმული   სურ 2)
4.წყვილებში მუშაობა კომპიუტერთან
მიზანი:
გამოყოფს მითითებული რიცხვის
შესაბამისი ოდენობის ჯგუფებს
გროვაში;ფანქრით მუშაობა მო-
ნიტორზე
დრო:2წთ
მასწ.-. ავალებს მოსწ.-ბს მონიტორზე გამოსახული ბურთების გროვებში ფანქრით შემოხაზონ 3-3    ბურთი.( იხ .ბმული   სურ 3)
5.წყვილებში მუშაობა კომპიუტერთან
მიზანი:
მოცემული თანამიმდევრობით აგრცელებს
მიმდევრობას
დრო:2წთ
მასწ.-ი მოცემული თანამიმდევრობით გააგრცელეთ მიმდევრობა.(იხ. ბმული    სურ 4)
6.ინდივიდუალური მუშაობა ზეპირად
მიზანი:
ცნობს რიცხვებს,ანსხვავებს ერთნიშნა,
ორნიშნა რიცხვებს;ანსხვავებს რიცხვებს
და ციფრებს ერთმანეთისაგან
დრო:1წთ
მასწ.-ი დაფაზე წერს გაკვეთილის ჩატარების თარიღს 9.12.2008 და სვამს შემდეგ კითხვებს: ხომ არ იციან ამ რიცხვების წაკითხვა? რამდენიციფრით იწერება 9?რამდენი რიცხვით იწერება 12? რა ჰქვია ასეთ რიცხვებს?(ერთნიშნა,ორნიშნა,ოთხნიშნა). რამდენი რიცხვი და რამდენი ციფრი  გვაქვს მათემატიკაში?  ჩამოთვალეთ ციფრები
7.დაფასთან ინდივიდუალური მუშაობა
მიზანი:
ასხვავებს კენტ და ლუწ რიცხვებს,ძირითად და შედგენილ ფერებს
დრო:1წთ
დაფაზე არეულად წერია რიცხვები: 1,7,4,3,10. მასწ.-ი მოსწ.-ს სთხოვს წითელი მარკერით შემოხაზონ კენტი რიცხვები. რას ჰქვია კენტი რიცხვები? რას ჰქვია ლუწი რიცხვები? ჩამოვალეთ ისინი. წითელი ძირითადი ფერია თუ შედგენილი?
8.ზეპირი ინდივიდუალური მუშაობა
მიზანი:
ანსხვავებს წინა და მომდენო რიცხვებს
დრო:1წთ
მასწ. : როგორ მივიღოთ წინა რიცხვი? დამისახელეთ 9-ის წინა რიცხვი, როგორ მივიღოთ მომდევნო რიცხვი? დამისახელეთ 4-ის მომდევნო რიცხვი, რა რიცხვია 7-სა და 9-ს შუა?
9.დაფასთან ინდ.მუშაობა.    დრო 1წთ
მიზანი:      შეუძლიათ  რიცხვების ზრდადობის  ან  კლებადობის მიხედვით დალაგება
დაალაგეთ  დაფაზე  მოცემული რიცხვები:1,7,4,3,10   ზრდადობის  მიხედვით
10    აქტივობა. დაფა.
მიზანი:
კითხულობს სხვადასხვაგვარად მაგალითებს და შეუძლია 10-ის ფარგალში მარტივი და შედგენილი მაგალითების ამოხსნა.
დრო:3წთ
  მასწ.:დროა აჩვენოთ როგორ გაიწაფეთ 10-ის ფარგალში ანგარიშში.4+2=    3+5=    7+1+1=    6-1-2=  3+3=    6-0=
8-2=      4-1=
11.აქტივობა. პროექტორი.
მიზანი:
განვუვითაროთ ბავშვებს დაკვირვების და ყურადღების უნარი.
დრო:2წთ
მასწ.:ნახეთ პროექტორის საშვალებით ორი სურათი. მათ შორის რამდენიმე განსხავებაა. ვინც უფრო დაკვირვებული და ყურადგებიანია ის უფრო მეტ განსხვავებას აღმოაჩენს. (იხ. ბმული    სურ 7)

12.შესვენება დრო 4წთ
ბავშვებს თვალებს ახუჭინებს მასწ-ი და ყვება ზღაპარს "მხატვარი ციფრები":  ძალიან დიდი ხნის წინ ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა პატარა ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად  ხატავდა, მაგრამ ვერაფრით ისწავლა ანგარიში, ვერაფრით შეიყვარა ციფრები მაშინ ციფრებმა გადაწყვიტეს ბიჭს დახმარებოდნენ და კეთილ ფერიას სთხოვეს დახმარება ფერია ციფრებს დაეხმარა ციფრები ბიჭს. გაახილეთ თვალები:
                                                   1.რას ხედავთ სურათზე?
                                                   2.რა ქვია სურათს, რომელზედაც ადამიანია გამოსახული?
                                                   3.რითია შესრულებული ეს ნახატები?
                                                   4. როგორი განწყობა აქვს პირველ სურათზე ბიჭს? მეორეზე?მესამეზე?
                                                   5.რამხელაა ეს ბიჭი დაახლოებით?
                                                   6.მდიდარია თუ ღარიბი?
                                                   7.ჩვენს დროში ცხოვრობს ეს კაცი, ძველში თუ მომავალში?
                                                   8.რა უსწავლიათ ციფრებს? (იხ.ბმული    სურ 10)

13. წყვილები.კომპიუტერთან
მიზანი:
იყენებს , , = .ადარებს საგნებს, რიცხვებს ჯამს ან სხვაობას
დრო:2წთ
მასწ.:გთხოვთ დავუბრუნდით თქვენი კომპიუტერების მონიტორს დაატრიალეთ თაგუნას ბურთულა თქვენსკენ კვლავ გამოჩნდება დავალება. რა გამოჩნდა? რა ჰქვია ასეთ სურათს? (იხ. ბმული    სურ 8)
14. ახლა კი გადაინაცვლოთ დაფასთან დრო: 2წთ
. 5 7   4 3    9 9        8 6   10 0      

15.  ფიგურების ამოცნობა,მათი საშუალებით აპლიკაციის  შექმნა,პრეზენტაცია.
დრო:8წთ
მასწ-ი აჩვენებს ფიგურებს.მოსწ-ები ასახელებენ თითოეულ ფიგურას, მათთ თვისებებს, ქმნიან
   აპლიკაციას ნიმუშის მიხედვით, ახდენენ პრეზენტაციას. (დათუნია, რობოტი, მატარებელი,    ნაძვის ხე, გემი, მანქანა, სახლი)(იხ.ბმული   სურ 11-12)
16აქტივობა ინდივიდუალურად დაფასთან.
მიზანი:
 არჩევენ,  ერკვევიან შედგენილ ფერებში,შეუძლიათ მათი შექმნა.
დრო:2წთ
ბაშვები უსვამენ შეკითხვას სტუმრებს: რას უდრის ერთს პლიუს ერთი ფერწერაში?
  ამტკიცებენ.
17   ურთიერთშეფასება
დრო1წთ
IX. შეფასება  განმავითარებელი. ბავშვები ფასდებიან სხვადასხვა ფერის სიცილაკებით,წყვილებში მუშაობა-იისფერი სიცილაკით, ინდივიდუალური მუშაობა წითელი სიცილაკითა და ვარსკვლავით და ჯგუფებში მუშაობა ყვითელი სიცილაკებითა და ვარსკვლავით.
 X.სასკოლო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები  14 კომპიუტერი, პროექტორი, მაგნიტური დაფა, მარკერები, ფერადი ქაღალდები, წებო, საღებავები, ფორმატები
ინფორმაციის წყაროები:
                                                    მათემატიკა I კლასი
                                                    ხელოვნება I კლასი_ნ.მაჭარაშვილი
                                                    ზოგადი უნარების ტესტები I კლასი-სიდამონიძე, მირიანაშვილი; ბუნების სახელმძღვანელო I კლასი              ელექტრონული პროგრამები შეადგინეს: ხ. ყოჩაშვილმა და კომპიუტერულად დაამუშავა გიორგი სარალიძე
DSC01473.JPG
xat1.JPG
xat2.JPG
xat3.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC00582.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC00669.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC01478.JPG
xat4.JPG
DSC00654.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC01475.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC01477.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC01476.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC01479.JPG
საზეიმო გაკვეთილი - DSC00678.JPG
გეგმა#3

 

საგანი: ქართული
თემა: ნ.დუმბაძის "ნამდვილი ამბავი"
მოსწ-თა რაოდენობა- 15
მიზანი: ფანტაზიის, წერის ,დაკვირვების უნარების  განვითარება
რესურსი: მელიის დაჭრილი სურათი, წებო,თაბახი, წიგნი, კალამი, დაფა, ცარცი
                                    გაკვეთილის მსვლელობა
  1. აქტივობა-კლასი იყოფა ჯგუფებად
  2. ურიგდებათ კონვერთით მელიის დაჭრილი სურათი და ეცნობიან ინსტრუქციას
  3. გონებრივი იერიშით რა იციან მელიაზე
  4. ინდივიდუალურად ტექსტის წაკითხვა-გააზრება
  5. ტექსთის დასასრულის წერილობით მოფიქრება
  6. ნააზრევის პრეზენტაცია
  7. #
    4

    დრო
    შენიშვნა
    1
    გაკვეთილის თემა
    ხ -ასო-ბგერა


    2
    მიზანი
    ხ-ასო-ბგერის გაცნობა, წერა-კითხვის უნარის განვითარება, მეტყველების განვითარება


    3
    მუშაობის ფორმა
    ინდივიდუალური


    4
    შეფასების ფორმა
    ინდივიდუალური


    5
    რესურსი
    წიგნი, ხ.ყოჩაშვილის ელექტრონული ანბანი, დაფა,რვეული


    6
    გაკვეთილის მსვლელობა
    ა) გამოწვევა- სურათის აღწერა,
    მსჯელობა, ხ ასოს მოხაზულობის ჩვენბა
    ბ) შინაარსის რეალიზება-ავღწეროთ სურათი მოვიფიქროთ წინადადება,  სადაც იქნება სიტყვა თხა. რამდენ სიტყვიანია ეს წინადადება? დამისახელეთ პირველი სიტყვა, მეორე, მესამე. დამიმარცვლეთ თხა. რამდენმარცვლიანია?რატომ?
    დავშალოთ ბგერებად. რამდენი ბგერაა? თ და ხ ბგერები როგორი ბგერებია? დამისახელეთ სიტყვები, რომლებიც იწყება ხ ასოზე, სადაც ხ ასო შუაშია, სიტყვები, რომლებშიც ხ ასო ბოლოშია.
    შესვენება
    მასწ.-ი კითხულობს ტექსტს 2-ჯერ . მეორე წაკითხვაზე ვხსნით უცნობ სიტყვებს. ვიწყებთ კითხვას. კითხვაში ეჯიბრაბიან რიგები. ვაჩვენებ ვიდეოს ხ ასოზე. ვსწავლობთ ხ. ყოჩაშვილის ლექსს „თხა“
    გ) რეფლექსია- რა ასო ვისწავლეთ დღეს?
    რომელი ბავშვები აქტიურობდნენ ?
    მოგეწონთ დღევანდელი გაკვეთილი?
    ჩავინიშნოთ დავალება

    5წთ

    25 წთ








    5 წთ





    5 წთ


      
    #
    5

    1
    გაკვეთილის თემა
    დაკარგული ბავშვი
    2
    მიზანი
    მეტყველების განვითარება, აზროვნების განვითარება, ლექსიკური მარაგის განვითარება, როლის გათავისება
    3
    მუშაობის ფორმა
    ინდივიდუალური
    4
    შეფასების ფორმა
    ინდივიდუალური
    5
    რესურსი
    წიგნი,  დაფა,რვეული
    6
    გაკვეთილის მსვლელობა
    ა) გამოწვევა- სურათს  აკვირდებიან და გამოთქვამენ ვარაუდს რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
    ბ) შინაარსის
    1.აქტივობა-მასწ.-ი კითხულობს ტექსტს 2-ჯერ .
    2.აქტივობა-მეორე წაკითხვაზე ვხსნით უცნობ სიტყვებს.
    3.აქტივობა- ვიწყებთ კითხვას.
    4.აქტივობა-ვეძებთ 2-3 მარცვლიან სიტყვებს, თანხმოვანდა ხმოვანდაჯგუფებულ სიტყვებს.
    5.აქტივობა-ვმუშაობთ სიტყვაზე დედა , როგორი ეგონა დედა ბავშვს ? თავად რას ფიქრობენ დედაზე?
    გ) რეფლექსია- რა ვისწავლეთ დღეს?დღევანდელ გაკვეთილზე?
    რა ვისწაწავლეთ?
    რომელი ბავშვები აქტიურობდნენ ?
    მოგეწონთ დღევანდელი გაკვეთილი?
    ჩავინიშნოთ დავალება




2 коммент.:

ელო-ელო იობიძე комментирует...

ნამდვილად საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები! ბევრის სწავლა შეიძლება თქვენგან! ხშირად ვესტუმრები თქვესნ ბლოგს და რჩევასაც გკითხავთ, ხოლმე! <3

ხათუნა ყოჩაშვილი комментирует...

გელით , თუკი შევძლებ თქვენს დახმარებას მზად ვარ

Отправить комментарий