28 ივნისი - კონფერენციის მომხსნებელია ხათუნა ყოჩაშვილი
მხიარული ვიქტორინა
პირველ კლასში გავწევრიანდით "ნორჩ მკითხველთა კლუბში". ბუნებრივია, პირველ კლასში ბევრი ვერ წავიკითხეთ. წელს წავიკითხეთ 6 წიგნი : "ყველაფერი ყირამალა", "ტელეფონით მოყოლილი ამბები", "სატკბილეთის ქვეყანა", "მიუნჰაუზენის თაგადასავალი", "ჩიპოლინოს თავგადასავალი", "ჭაბუა პაპას ცხრა ზღაპარი".
ცოდნის გასამყარებლად მოვიფიქრე მხიარული ვიქტორინა. რომელიც გულისხმობდა 5 აქტივობას და 7 მუსიკალურ ნომერს. 1 აქტივობა გულისხმობდა კროსვორდს. 2- წინადადების დასრულებას. 3-ფრაზის ამოცნობას. 4. პაზლის აწყობას. 5. ბლიცკითხვები კაპიტნებისთვის. ღონისძიება იყო კოსტუმირებული. ცეკვები დადგეს თვითონ ბავშვებმა ჩემი ხელშეწყობით. როლები გადაინაწილეს კენჭისყრით.
ექსკურსია ვარიანში
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა ნახონ გენიოსი იაკობის სისადავე და სიდიადე.
პროექტი -"გაჯობე, მასწ!"
მოსწავლეთა მოტივაციისა და გამარჯვების რწმენის გასაღვიძებლად მნიშვნელოვანია მასწავლებელთან შეჯიბრი, გამარჯვება!
1 ივნისი- ბავშვთა დაცვის დღეა
შ ე ხ ვ ე დ რ ა ფ ე რ ე ი დ ნ ე ლ
ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ თ ა ნ !
სტუდენტობისას კურსზე ფერეიდნელი კურსელი გოგონა გვყავდა, მალევე გათხოვდა . გამოვკითხეთ სასიძოს ვინაობა. გაგავიმხილა ჩვენები სულ იქაურ ქართველებზე ვქორწიდებითო. მაშინ დავპირდი რომ აუცილებლად ჩავიდოდი და 1 ქართულის გაკვეთილს ჩავუტარებდი. სამწუხაროდ , აქამდე მხოლოდ ონლაინ გაკვეთილს ვატარებდი და ახლა ერთილამაზი ოჯახის გაცნობაც მოვახერხეთ , მე და ჩემმა მოსწავლეებმა. ამასთან ჩვენი პატარა საჩუქრებიც მოეწონათ, რამაც ძალიან გაგვახარა!
eTwinning- 20 წლისაა!!!
9 მაისი -ევროპის დღეა!
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა !!!
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!
ჰანს ქრინსტიან ანდერსენი დიდი საბავშვო
მეზღაპრე
გჭირდება კამათელი, 4 ფერის გეომეტრიული ფიგურა . რიგრიგობით აგორებ კამათელს , გაგორებულ რიცხვზე დგები. შემდეგ გაგორებული რიცხვი ემატება იმას რაზეც დგახარ, თუ ისარი მაღლა ავა შენ ახალ ათეულზე გადახტები , თუ ისარი დაბლა ჩამოვა შენ დაბლა ჩამოხვალ. იმარჯვებს ის-ვინც ყველაზე ადრე მივა 100-ეულთან. ეს თამაში მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად გავაკეთეთ, დირექცია დაგვეხმარა ფერადი წებოვანი ქაღალდით, რომლებიც დავჭერით ზომების მიხედვით და დავაკარით, ჩვენც მოვიტანეთ წებოვანი ლენტები მაგრამ ისინი მალე გაცვდა! ახლა დიდებიც ვთამაშობთ და პატარებიც! ანგარიშიც შემოგვესწავლა!
ექსპერიმენტების დროა!!!
წყლის თვისებებზე ბუნების წიგნში დაწერილი სიმართლის დასადგენად ექსპერიმენტებზე უკეთ რა დაგვეხმარება, ხოდა ჩვენც შევუდექით კვლევას!
ჩემი მშობლიური კუთხე
ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი
ა ხ ა ლ 2 0 2 5 წ ე ლ ს გ ი ლ ო ც ა ვ თ
ყ ვ ე ლ ა ს !!!
უცნაური ახალი წლის მზადებაა, ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ღონისძიებაზე , ფეხზე ვერ დავდექი ! თურმე ფილტვების ანთება მაქვს და სიცხიანი , პირბადით ვზივარ , რომ საახალწლო ღონისძიებაც ვაჩუქო ბავშვებს. რაღა არ მოვამზადეთ, ჟიური , ნომინაციები, მხარდამჭერთა პლაკატები და მხიარულზე მხიარული სპორტული აქტივობები!!!....
2024-25 ჭიამაიას სასწავლო წელია
ულამაზესი საოცრებებით სავსე წელი გველოდება
22 აპრილი დედამიწის დღეა!
ყველაფერი გრძნობს, უხარია და სტკივა! ამიტომაც გავაცოცხლეთ ყველაფერი! ზღვა , მიწა, ხე, თევზი ფრინვ
ელი , კოსმოსი.... მეორე დღეს კი დავასუფთავეთ ჩვენი სკოლის ტერიტორია!
ელი , კოსმოსი.... მეორე დღეს კი დავასუფთავეთ ჩვენი სკოლის ტერიტორია!
14 აპრილი დედაენის დღეა!
დედაენის დღე წელს ძალიან ორიგინალურად აღვნიშნეთ , როგორც N4 , ისე N15 სკოლაში. დედაენის დღესთან დაკავშირებით გავწერე პროექტი, სადაც უნდა შეგვესრულებინა ხელების მოძრაობით ცეკვა ანუ მხოლოდ ხელებით დაგვეწერა 33 ასო. ეს ურთულესი ამოცანა იყო. ამიტომ გადავწყვიტე ყველაზე რთული ასოები დაგვეწერა დროშებზე, ლედ ნათურებით ქოლგებსა და მუყაოებზე. ყველა ასო მე დავწერე, ხოლო შემდეგ მე და ჩემმა მშობლებმა ერთად შევქმენით ეს სილამაზეები . დროშეები ასოებით მკერავების ნაშრომია. თუმცა ბევრს შეეშალა და ხელახლა გადაკეთება დაგვჭირდა. შევქმენი ულამაზესი ჩვენი 1 ბ ასო. მოსწავლეთა ჩაცმულობა მინიმალური დანახარჯებებით, გრძელი წითელი ხელთათმანებით, შავი როლინგით, ელასტიკებითა და შავი შლემებით. მოსასხამი დასჭირდა 6 ბავშვს და ასოები შევქმენით ქაღალადებით. 42 ბავშვი იდგა და იჯდა 6 რიგად. თითო რიგში 7-7 ბავშვი. ცეკვა თავად დავდგი. ღონისძიებაში მონაწილეობდა ბავშვი , აქედან 33 ბავშვი N4 სკოლიდან, ხოლო 9 N15 სკოლიდან. 5 ბავშვი დისტანციური სწავლების პროგრამიდან ჩაგვერთო ესპანეთიდან , გერმანიიდან, პეტერბურგიდან.
მინდა , თითოეულ მონაწილეს განსაკუთრებული მონაწილეობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის!
8 მარტი ქალთა დღეა!
3 მარტი დედის დღეა!
თოვლის ბებოც მოსულაააა!
უკვე მესამე პირველი კლასია , რომელთაც ამ უნარების გამომუშავებაზე ვამუშავებ. ბოლო 10 წლის განმავლობაში კლასში იმატა იმ ბავშების რაოდენობამ , რომელთაც არ აქვს თვითმომსახურების ელემენტარული უნარები. და მათი რაოდენობა იმდენად დიდია , რომ ვერ ავუდივარ თასმებისა თუ ღილების შეკვრას , ამიტომ გაკვეთილი ჩავსვი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად
შემობრძანდა "აი ია"
მინდოდა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო. ია ნათურებით , სამგანზომილებიანი მისალოცი, "ნორჩ მკითხველთა " კლუბში გაწევრიენება! მერამდენე აი იაა, სათვალავი ამერია უკვე:) მაგრამ მაინც დამწყები მასწავლებელივით ვღელავ!
ძალიან მეამაყება , რომ ეს წელი ჩემი მოფიქრებული დიზანით გაფორმდა სკოლა. ვფიქრობ ძალიან ლამაზი , ნაზი და განსხვავებული გამოვიდა! არ გეგონოთ მე გავაკეთე ! ამაში ჩემი კოლეგების ფინანასები და ერთი არაჩვეულებრივი გოგოს "Marao"- ს დიზაინერი ანი გოგაშვილი დამეხმარა! ზოგადად გაერთიანებით ბევრი კარგი რამე გამოდის ხოლმე!
ჩემთვის გაკვეთილი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სასკოლო ცხოვრებაში, ამიტომაც ვცდილობ არ მობეზრდეთ მოსწავლეებს გაკვეთილი. გაკვეთილი მინდა მქონდესს ისეთი, რომ მოსწავლის შესაძლებლობათა უმრავლესი ნაწილი წარმოვაჩინო...







მშობლები საგაკვეთილო პროცესში
საბუნებისმეტყველო პროექტი დავიწყეთ მშობელთა ჩართულობის გასააქტიურებლად ვფიქრობ გამოგვივიდა


გაკვეთილები , გაკვეთილები და უბრალოდ გაკვეთილები
23 წელი რომ გაკვეთილებს ატარებ, ძალიან ძნელია რამე ახალი მოიგონო, მაგრამ მე ისეთ პერიოდში მომიწია მასწავლებლობა, ტექნიკამ რომ ამოაყირავა წიგნი და წიგნი მაინც ვერ შეცვალა! მეც ჯერ კიდევ წიგნითა და ინტერნეტით მებრძოლი მასწავლებელი ვარ, ამიტომაც ხან წიგნითა და რვეულით არიან ჩემი მოსწავლეები, ხან ფუნჯითა და ტყლარწით, ხან ბუკითა პროექტორით. მგონია ასე უფრო სახალისოა, მგონია მათაც უფრო ეხალისებათ:

თასმები- პიველკლასელის ერთ-ერთი დიდი პრობლემა
28 ბავშვს დღეში მინიმუმ სამჯერ შეუკრა თასმები დამეთანხმებით ცოტა ძნელია. ამიტომაც გადავწყვიტე გაკვეთილი დამეგეგმა თასმების შეკვრაზე. დავაბარე ბავშვებს ფერადი ქაღალდი, თასმა, წებო და მაკრატელი ან მუყაოსაგან გამოჭრილი ფეხსაცმელი. 3 გაკვეთილი ვიწვალეთ თასმების შეკვრაზე. მგონი ამიერიდან შემცირდება თხოვნა: თასმას შემიკრავთ, მასწავლებელო?
I გ კლასისთვის ანბანი შემობრძანდა
ახალი 1გ კლასი
ახალი ბავშვები, ახალი იმედები, ახალი მშობლები, ახალი ურთიერთობები. ყველაფერი ახალია , მხოლოდ მე ვარ ძველი . აი როგორ სიახლეებს მივაწვდი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. მე კი მიწაში უნდა ჩავძვრე, ცაში უნდა ავიჭრა , რომ სამყარო მივაწოდო საინტერესოდ თავისი მრავალფეროვნებითა და ჯურღმულებით, რათა ჩემმა მოსწავლემ არასოდეს დაიზაროს მისი თვალიერება და აკანკალებული ხელით წეროს თავისი საინტერესო ისტორია....
IVა-ჩვენი ურთიერთობის საფინალო ღონისძიება
არ დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც თქვენ მაჩუქეთ, 4 წელი ერთად ვიბრძოდით სიზარმაცის წინააღმდეგ, ვსწავლობდით გულისხმიერებას, მეგობრობას, თანადგომას სად აღარ დავდიოდით ერთად ექსკურიებსა და კონფერენციებზე, სამეცნიერო პიკნიკებსა და უცნაური მეთოდებით ახსნილ გაკვეთილებზე. ეს თქვენ დამარწმუნეთ , რომ კარგი მასწავლებელი ვარ , თორემ მეც თქვენთან ერთად ვისწავლე როგორ გამოვძერწოთ უკეთესად საკუთარი თავი! მადლობა თქვენ ამისთვის!
ჩემთვის ყველფერი ერთნაირად საინტერესოა და მათთვისაც
მიმაჩნია რომ მასწავლებელზეა დამოკიდებული სხვადასხვა საგნის შეყვარებას შეძლებს თუ არა მოსწავლე. შეიძლება არც მოცეკვავე და არც მომღერალი, არც მათემატიკოსი , ფილოლოგი არ გამოვიდეს ჩემი მოსწავლე , მაგრამ ყველა გაკვეთილზე ინტერესით უნდა იჯდეს, იმუშაოს , პრეზენტაცია წარმოადგინოს, იამაყოს თავისი ნაშრომით, სხვისი დააფასოს და შეაფასოს. სხვისას კი ვერასოდეს დააფასებს თუ თვითონ არ იშრომა.

ანბანის ზეიმი
facebook.com პედაგოგის საჯარო მუშაობის საშულება

ქ.რუსთავის #4 სკოლის დაწყებითის პედაგოგების ჯგუფი https://www.facebook.com/groups/1394988560744200/, ეს ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფია და მასალებიც აქ უფრო მწირია
![]() |
ფასილიტატორის შეხვედრა |
მინდა ვთქვა, რომ ეს ნორმალურიც იყო , რადგან პირველი შეხვედრა ყოველთვის ხასიათდება მსგავსი ლაფსუსებით და მომავალი შეხვედრისთვის ეს აუცილებლად გამოსწორდება.
![]() ![]() |
თანამშრომლობა https://www.youtube.com/watch?v=byeODctur20 |
http://youtu.be/byeODctur20
![]() | |||||||||||||||||
ანიმაციების დისკის პრეზენტაცია |
შარშან შევქმენი ანიმაციები ჩემი წიგნის "ჯადოსნური ანბანის" ლექსების მიხედვით. წელას მოვახერხე მათი დისკებზე ჩაწერა. რომელმაც სურათზე მოცემულის სახე მიიღო. მინდოდა დისკები ქალაქის და არა მხოლოდ ქალაქის მაშტაბით გაცნობოდნენ პედაგოგები. ამისათვის საჭირო იყო პრეზენტაციის მოწყობა. გავესაუბრე დირექტორს გადავწყვიტეთ პრეზენტაცია ბიბლიოთეთეკაში მოგვეწყო. ზოგი სკოლის დირექტორს თავადაც დაუკავშირდა. უმრავლესობას კი სკოლის აიტმენეჯერის ბ-ნ ლ. ბერუაშვილის დახმარებით გავუგზავნეთ ელწერილები. დანიშნულ დღეს ბიბლიოთეკა წინასწარ მოვამზადეთ ბიბლიოთეკა სტუმრებისა და პრეზენტაციისათვის. პრეზენტაციაზე მობრძანდა 10 სკოლის წარმომადგენელი, ჩემი კოლეგები და დირექტორი. პრეზენტაცია გახსნა დირექტორმა მ. ხამხაძემ (მან მოახერხა და გამოყო დრო თავისი დათვირთული გრაფიკიდან), პრეზენტაციაზე ვაჩვენე კოლეგებს ჩემს მიერ შექმნილი ანიმაციები. პრეზენტაციის შემდეგ მათ გამოთქვეს სურვილი შეეძინათ დისკები თავიანთი სკოლებისათვის და სანიმუშოდ წაიღეს დისკები.
![]() | ||||
სკოლის განვითარების პროგრამის სხდომა |
![]() |
საქართველოს სამგანზომილებიანი რუკა
ჩემი და ჩემი მესამე კლასელების მიერ შექმნილი
|
![]() |
"ანბანის გაცილება"- ღია გაკვეთილი |
მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება |
ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი "კაი ყმის ორდენი" |
![]() |
"ჩხიკვთა ქორწილი"- მიუზიკლი მუსიკალურად აფორმებდა ეთერ მდინარაძე |
ინტეგრირებული გაკვეთილი კომპიუტერი-მათემატიკა-ხელოვნება |
![]() |
მე-3ე კლასის საახალწლო ღონისძიება "TV3ე" |
0 comments:
Отправить комментарий
კომენტარები