სკაიპკონფერენცია

                    

                      
2015 სკაიპკონფერენცია სერბეთი საქართველო

ეს იყო დღე, როცა საქართველოს ევროპაზე უკეთესი  ჰქონდა რაღაც! ეს იყო ინტერნეტი. ხათუნა ყოჩაშვილი, ინგლისურის პედაგოგი მაკა ამბროლიძე და 4ა კლასი შეხვდა სერბ მასწავლებელს ვესნა მილკოვიჩს და მის მე-4 კლასს. წარმოვადგინეთ ჩვენი საქართველოს და სერბეთის სახასიათო ცეკვა, სიმღერა, გავიცანით ერთმანეთი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ინტერნეტი გვიშლიდა ხელს . სერბები დაგპირდნენ , რომ მომავალი კონფერციისთვის ინტერნეტის ხარვეზი გამოსწორდებოდა. სიამოვნებით დაველოდებით მომავალ შეხვედრას თქვეს ჩემმა მეოთხე კლასელებმა.


2015  27 სექტემბერი -ჟიული შარტავას მემორიალთან 

ქართველი გმირების დავიწყება არ იქნება , მით უმეტეს სირცხვილია თანამედროვე  გმირების დავიწყება ! ეს არ მოხდება არასოდეს სანამ ვცოცხლობთ ამ დიდი პატრიოტის სულისკვეთებით. ვიდრე გვახსოვს სოხუმი , გვახსოვ ჟიული შარტავაც ! აბა როოგორ დაავიწყდებათ მეოტხესკოლელებს ჩვენი სკოლა ხომ ამ დიდიებული ქართველის სახელს ატარებს , ხოდა ჩვენც აქ ვდგევართ და ვიხსენებთ დიდი ჟიული შარტავს გმირულ საქმეებს! ჩვენ ყოველ 27 სექტემბერს ფიცს ვდებთ , რომ თუ სამშობლოს დასჭირდება მასავით უყოყმანოდ გავწირავთ საკუთარ სიცოცხლეს!






2015 წლის ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი და 4ა კლასი 
ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ნინო ბოლქვაძის დახმარებით მოვხდით სამეცნიერო პიკნიკზე. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მეცნიერებასთან. აქ თავი მოეყარა სკოლებს , ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, მეცნიერებს, პედაგოგებს , მოსწავლეებს . ყველა თავის მიღწევებს უზიარებდა საზოგადოებას.
უჯრედი, რა ლამაზი ყოფილა!

ამხელა უჯრედი , ჯერ  არ მინახავს მას!
მე , შენ და აინშტაინი










ფეისბუქი დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის

  2013 წლის ზაფხულში შევქმენი გვერდი დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის, რაც ქართველ კოლეგებს დაეხმარა თანამშრომლობაში, გამოცდილების გაზიარებასა და უბრალოდ დამეგობრებაში, უნდა ვაღიარო, რომ იდეის ავტორობა მეამაყება! 
  ps ამ ჯგუფში დღევანდელი მონაცემებით 8000 პედაგოგია გაწევრიანებული!



2013წ მენტორ-მაძიებელთა კონფერენცია


ძალიან საინტერესო დღეები  ბაზალეთში. აქ იყო მსჯელობა როგორ ვაქციოთ ეფექტურ პედაგოგად პროფესიაში ახლადფეხადგმული მასწავლებლები. საქმიანობაში არსებულ  პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.



            2012წ - 32 სასწავლო ანიმაცია






როგორც იქნა თავი მოვუყარე და ერთ დისკად ჩავწერე ჩემს ანიმაციებს . ვფიქრობ საინტერესო საჩუქარი იქნება მოსწავლეებისთვის.
10 თვე დასჭირდა ანიმაციების დამზადებას, 1 წელი ლექსების შექმნას, 14 დღე მელოდიების შექმნას, 5 დღე გახმოვანებას, 4 დღე ამ ყველაფრის დისკებზე გადატანას.

               2012წ  რუსთავის 3გ მაკეტი-სიმბოლო




  

ამ კონკურსში კლასმა , პედაგოგმა და მაძიებლებმა ერთად ვიმუშავეთ. უნდა ვაღიაროთ ძალიან საინტერესო იყო. წლის "ფანტაზიის " ნომინაციაშიც გავიმარჯვეთ.


       2011წ.  3გ წიგნი " მოლაპარაკე ანბანი"





უზარმაზარი შრომა ჩავდე ამ წიგნში. იმედი მაქვს ოდესმე იხილავს მზის შუქს.











3გ ისტორიული სპექტაკლი "წარსულის კვალდაკვალ"



ამ ღონისძიებას ესწრებოდა მთელი ქალაქი. სპექტაკლი მიმდინარეობდა 3 განზომილებაში: კედელზე სლაიდშუთი, სცენაზე, მაყურებლებთან ერთად.  უდიდესი ბედნიერება და პასუხისმგებლობა იყო მესამე კლასელებს გაგვეცოცხლებინა საქართველოს ისტორია არგონავტებიდან ილიამდე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი , რომ 3 წლის შემდეგ თამარ მეფის როლის შემსრულებელი ჩემ მიერ დაწერილ ტექსტს გულის ჯიბით ატარებდა. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მაჩვენებდა: "მას ნახეთ მე რა მაქვსო?!" 
ეს სპექტაკლი ჩემი , მოსწავლეების, მშობლების, დირექციის დიდი გამარჯვება იყო!





2011წ. საქართველოს 3გ რუკა "წარსულის კვალდაკვალ"







 


ჩემი აზრით , კარგად  გვამახოსვრდება ის, რასაც საკუთარი ხელით ვაკეთებთ. სწორედ ამიტომაც ბუნების გაკვეთილზე მე და ჩემი მოსწავლეები საკუთარი ხელით ვაკეთებდით საქართველოს რუკას. მშვენიერი გამოვიდა. სწორედ , ეს მაკეტი გაშუქდა ტელევიზიით "რუსთავი 2"-ზე.




2010 წ- tv IIIე -საახალწლო კარნავალი




           პირველი ინტეგრირებული გაკვეთილი 2006

პირველი ინტეგრირებული გაკვეთილი ისტ-ში, მათემატიკასა და ხელოვნებაში. ეს გაკვეთილი 90 წუთი გრძელდებოდა. მთელი რუსთავის პედაგოგიური საზოგადოება ესწრებოდა. მაშინ ისტ-თან ინტეგრირებული გაკვეთილი უცხო ხილი იყო. 



                        კითხვის მასწავლებელი 2005წ

დავწერე პროგრამა კითხვაში ჩამორჩენილი ბავშვებისათვის. პროგრამამ იმუშავა. 50 მოსწავლიდან წლის ბოლოს ყველამ დასძლია კითხვის შიში და ჩამორჩენა. 




2004წ-ჩამოვაყალიბე ნორჩ მწერალთა კავშირი "ჭაშნიკი"


ეს ის წელია,  როცა აქტიურად გავიდნენ მშობლები სახლებიდან. ამან კი ბავშვების გულში ნაიარევი დატოვა. ხოდა ეს ტკივილი ამ ფერად ფუცლებზე გადავიტანეთ . საინტერესო იყო ნორჩი მწერლების ნამუშევრები.